გადაღება ჩემთვის უბრალოდ პროფესია არ არის — ეს არის ჩემი ყოველდღიური ენთუზიაზმი და მუდმივი განვითარება. ვმუშაობ უახლესი ტექნიკით, როგორიცაა DJI Mini 4 Pro, iPhone 16 Pro Max და Insta360 X4, რაც მაძლევს საშუალებას შევქმნა მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და ტრენდზე მორგებული ვიზუალური კონტენტი. მაგრამ ტექნიკა მხოლოდ საშუალებაა. მთავარი ის არის, რომ ვიცი როგორ მოვყვე თქვენი ბრენდის ისტორია ისე, რომ მას ყურადღება არ დააკლდეს. ვიცი რა მუშაობს სოციალურ მედიაში, რა აინტერესებს თანამედროვე მომხმარებელს და როგორ გადავაქციო ვიდეო, ფოტო ან 360° კადრი შედეგზე ორიენტირებულ პროექტად. ფოტოშოპი, ვიდეო მონტაჟი, სცენარების წერა — ამ ყველაფერს პირადად ვაკონტროლებ. არ ვარ უბრალოდ ოპერატორი ან სცენარისტი, ვარ შემოქმედი, რომელსაც შეუძლია იდეის დახვეწა, დაგეგმვა და რეალიზება. თუ გსურთ ვიზუალური მასალა+სწორი მესიჯი, რომელიც არ დარჩება შეუმჩნეველი და სარეკლამო რგოლი, რომელიც იმუშავებს — სწორედ ამისთვის ვარ მე აქ..
ჩემი მუშაობის ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა საჰაერო გადაღების უნარი — ამისთვის ვიყენებ ახალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ DJI Mini 4 Pro დრონს. ეს დრონი იძლევა 4K HDR ხარისხით გადაღების შესაძლებლობას, დაცულია სენსორებით და იდეალურია როგორც ქალაქის, ისე ბუნებრივი ლანდშაფტის ეფექტური ასახვისთვის. მისი მეშვეობით ვქმნი მასალას, რომელიც არა უბრალოდ ლამაზი კადრია — არამედ ისტორია, რომელიც ზემოდან მოყვება მოვლენას..
ჩემ ხელშია ბოლო თაობის iPhone 16 Pro Max, რომელიც აღჭურვილია გაუმჯობესებული 48MP კამერით, ღრმა დეტალების გადმოსაცემად. იგი არამარტო მობილური გადაღებისთვის, არამედ სწრაფი, ადგილზე რეაგირების და სოციალური მედიისთვის ოპტიმიზებული კონტენტის შესაქმნელადაც იდეალურია. რეალურ დროში ვახდენ შინაარსის მონტაჟსა და გადაცემას — რაც ნიშნავს, რომ თქვენს ბიზნესს არ დააკლდება სისწრაფე, სიზუსტე და ხარისხი.
ჩემი კოლექციის განუყოფელი ნაწილი — Insta360 X4 — გაძლევთ შესაძლებლობას, რომ თქვენი პროდუქტი, პროექტი ან ღონისძიება წარმოჩინდეს 360-გრადუსიანი კუთხით. Insta360 იძლევა უჩვეულო ხედვით გადაღების საშუალებას, რაც მარკეტინგისთვის უიშვიათეს უპირატესობას ქმნის: ინტერაქტიული ვიდეო, ვირტუალური ტური, სოციალური კონტენტი — ყველაფერი ერთ კამერაში. შედეგი? გამორჩეული შთაბეჭდილება იმ აუდიტორიაზე, ვისაც სჭირდება ახალი გამოცდილება და უნიკალურობა.